მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თემურ შარაშენიძის განმარტებით, აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი 2011 წლის მეორე ან მესამე კვარტალში იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ორი ქვეყნის ერთობლივ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. იმავდროულად ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის დოკუმენტს.