კორპორაცია Walt Disney - მ შეიძინა სოციალური ქსელი 10წლამდე ბავშვებისთვის სახელად " Togetherville ". საიტისთვის დახარჯული თანხა არ კონკრეტდება. ის აგებულია Facebook -ის პრინციპით, უბრალოდ მისგან განსხვავებით მშობლებს შეეძლებათ აკონტროლონ ბავშვების ნაწერები და ეკონტაქტონ მათი მეგობრების მშობლებს.
Togetherville -ს დამაარსებელი არის ინდური წარმოშობის ბიზნესმენი მენდიპ სინგხ დილონი. მისი აზრით, დისნეი მსოფლიოში ერთერთი შესანიშნავი ბრენდია.
სოციალური ქსელი Togetherville შარშან შევიდა ძალაში. დილონის თქმით ის არის უსაფრთხო ბავშვებისთვის, მისი დახმარებით ბავშვები ისწავლიან თამაშებსა და მეგობრებთან ურთიერთობას მშობლების მსგავსად, რომლებიც იყენებენ Facebook -სა თუ სხვა სოციალურ ქსელებს.
2007 წელს დისნეიმ გადაიხადა 350 მილიონი დოლარი ვირტუალური ქსელის " Club Penguin " -ისთვის, რომელიც გათვლილი იყო 10-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მთავარი იდეა იყო ბავშვებს ურთიერთობა დაემყარებინათ ვირტუალურ პინგვინებთან.