2 დეკემბერს ათენში ეუთოს მინისტერიალი დასრულდება. მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც ღებულობს, რომელიც ამ მიზნით საბერძნეთში 30 ნოემბერს გაემგზავრა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, მინისტერიალზე გრიგოლ ვაშაძე სიტყვითაც გამოდის.
მისი განმარტებით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვაც.