დღეს, 25 თებერვალს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, რაც "თელასის" სატრანსფორმატორო ქვესადგურში "5000" გეგმური სარემონტო სამუშაოს ჩატარებას უკავშირდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება დიდი ხეივნის, გულუას, გორგასლის, ორთაჭალის, კრწანისის, წინანაურის, ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზრუდება #IV სამშობიაროს, შინაგან საქმეთა სამმართველოს ჰოსპიტალს, სახანძრო დაცვას, ავტოსადგურს, #I საპყრობილეს, გორგასლის ქუჩაზე მდებარე წყალსადენს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.