დღეს, 25 თებერვალს, 13:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" წარმომადგენლები, საქართველოს გასაბჭოების 90 წლისთავის თარიღთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს ჩაატარებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" წარმომადგენლები 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა საფლავებს ყვავილებით შეამკობენ.