კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის აშენება საკმაოდ დიდი პროექტია.
"მრავალი წელია, ეს იდეა არსებობს. კარგია, რომ ეს პროექტი უკვე საზოგადოებრივ მოძრაობად იქცა, ქველმოქმედებაზედაც მიდგა საქმე. პირველი პროექტები, კონცეფცია უკვე არსებობს და ღმერთმა ქნას, ეს დიდი წამოწყება კეთილად დაგვირგვინდეს", _ აღნიშნა ვაჩეშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო "რედისონში" საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის პროექტის მხარდამჭერი საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა, რომელსაც პატრიარქთან ერთად, სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ. საქველმოქმედო ვახშამზე შეწირული თანხა სრულიად მოხმარდება აღნიშნული ცენტრის მშენებლობას.