სურამის დედათა მონასტერს დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა. ჭარბი ნალექის გამო, მონასტერში ჭერი ჩამოინგრა.
პრობლემის მოგვარებას მონასტრის მსახურები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, დღეს კი მათ დასახმარებლად ადგილობრივმა გამგეობამ სპეციალური ჯგუფი გაგზავნა. მობილიზებულია სპეცტექნიკა.
მონასტერი დროებით დაიხურება, აღდგენითი სამუშაო კი გამოდარებისთანავე დაიწყება.