ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" ჟენევაში ორჰუსის კონვენციის სამდივნოში სარჩელის შეტანას გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა, საჩივარი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შევა, რადგან მან დაარღვია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოს დაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის შეზღუდვას და ამით მათი უფლებების დარღვევას ითვალისწინებს.
მისი განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრიბი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის საჯარო განხილვას მთავრობას აღნიშნული კონვენცია ავალდებულებს და მისი დარღვევა შემდგომში გაეროს მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე აისახება, რადგან ორჰუსის კონვენცია გაეროს მიერაა შემუშავებული.
ასოციაცია ჟენევაში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნის.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ თუ დაცული ტერიტორიები ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს შემადგენლობაში გადავა, ისინი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.