აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციაში, სახელწოდებით "მწვანე ყუთი". აქციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქაღალდის მეორადი გადამუშავების საწარმოს, შ.პ.ს. "ლ.მ.ს."-ს, სრულიად უსასყიდლოდ, შემდგომი გადამუშავების მიზნით, 1500კგ. ოდენობით მაკულატურა გადასცა.
პროექტ "მწვანე ყუთის" მიზანია მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრება, ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოხალისეობრივი სერვისის განვითარება.
პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის უკვე დასაქმებულია თბილისის მზურნველობამოკლებული ბავშვთა სახლის 13 აღსაზრდელი.
პროექტი ამ დროისთვის მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება, თუმცა უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი განხორციელება საქართველოს რეგიონებშიც.