აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით, საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო სწავლება ვაკანტური თანამდებობის დაკავების 700-მდე მსურველიდან შერჩეულ 58 კანდიდატს უტარდება. თეორიულ საკითხებთან ერთად, ტრეინინგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორინტირებული.
საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის მომავალი ოფიცრები სწავლების პროცესში საგადასახადო სამართალს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონს, ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციას შეისწავლიან. ტრეინინგი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სასწავლო კურსის ბოლოს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ტრეინინგის მონაწილეები აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ბიუროებში დასაქმდებიან.