აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (ჭჭF )პრეზიდენტს შეხვდა. ლევან ვარშალომიძესა და იოლანდა კაკაბაძეს შორის საუბარი სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას შეეხო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და წარმოშობით ქართველმა, მსოფლიო დონის გარემოსდამცველმა და შეხვედრისას "ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკი"-ს პროექტის დეტალები განიხილეს, პროექტის მიზანია ქვეყანაში ეკონომიკური პროექტების განხილვისას გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიოური პარამეტრები, რაც ქვეყანაში ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის დაცვას უზრუნველყოფს.
"ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის"-ს პროექტის პირველი ეტაპი აჭარაში განხორციელდება.