დიდთოვლობის გამო ცივის მთაზე მამაკაცი ჩარჩა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, სატელეკომუნიკაციო ანძის თანამშრომლის ჩამოყვანა სამაშველო ბრიგადების დახმარებით გახდა საჭირო.
"ანძის დარაჯმა გურამ სეხნიაშვილმა დიდთოვლობის გამო გადაადგილება ვეღარ შესძლო. სამაშველო სამუშაოები ახლახანს დასრულდა. მამაკაცი უვნებლად ჩამოვიყვანეთ", - განმარტა სიბაშვილმა.
სეხნიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი საავადმყოფოში გადაყვანა ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს.