აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და მისი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი თბილისში არიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოში კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთიდან ჩამოვიდნენ. ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი ამ წუთებში ამერიკის საელჩოში პირველ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მართავენ.
რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ მაღალჩინოსნებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს. ისინი ქვეყნის მთავრობის სხვა პირველ პირებთანაც გამართავენ შეხვედრას.
მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების, ასევე საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც.
კავკასიის შემდეგ, ამერიკული დელეგაცია ბოსნიასა და ალბანეთში გაემგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები