როდესაც ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს ვხვდებით, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს ნაკლები ყურადღება მივაქციოთ - ზოგადად, ევროპარლამენტი საინტერესო არ არის! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, “საზოგადოებამ ისწავლა, რომ ევროპარლამენტის არც დებატებს და არც დოკუმენტებს საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება.
“ეს ინსტიტუცია იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაესს საბჭოს, რომ საერთოდ არ არის საინტერესო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროპარლამენტს დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ.