დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ნინოწმინდასა და ახალქალაქში მიმდინარე ახალი საავადმყოფოების მშენებლობას დაათვალიერებს. დაგეგმილია ანდრია ურუშაძის ახალქალაქის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრაც.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი დღესვე ასპინძას და ახალციხეს ეწვევა, სადაც, პირველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისს გახსნის, ახალციხეში კი, საავადმყოფოს მოინახულებს.