დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ჩეხ კოლეგას კარლ შვანცერბერგს შეხვდება. ამასთან, სპეციალური შეხვედრაა დაგეგმილი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან.
"შეხვედრაზე განხილული იქნება, როგოც ორმხრივი ურთიერთობების, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ჩეხეთში საქართველოს საელჩოს შენობასაც გახსნის. შენობა, რომელშიც საქართველოს საელჩო განთავსდება, ქართულმა მხარემ საკუთარებაში შეიძინა.