დღეს, 24 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს, გოგა ხაჩიძეს ელოდებიან. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარალმენტო კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის თქმით, მინისტრი როგორც პარლამენტარების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს შეეხება.