დღეს, 24 თებერვალს, 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე კახეთის რეგიონში სოფელ ტიბაანში არსებულ "კავკასიის გენეტიკის, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს" ეწვევიან.
მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელობას აგრარული უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს წარუდგენს, რომელიც ცენტრში სტაჟირებას გაივლის.