დღეს, 24 თებერვალს, 18:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება რადიო "თავისუფლების დღიურების" მორიგი, მეხუთე წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.
"თავისუფლების დღიურები" რადიო "თავისუფლების" პროექტია. მის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლებიც ყოველი წლის დასაწყისში წიგნად იკინძება და ერთგვარად აჯამებს განვლილ 365 დღეს.
"თავისუფლების დღიურები 2010"-ს, ისევე, როგორც მის ოთხივე წინამორბედს, 52 ავტორი ჰყავს.