დღეს, 24 თებერვალს, 18:00 საათზე, სასტუმრო "ღადისსონ Bლუ"-ში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის (რეზიდენცია, ქართული საეკლესიო მუზეუმი, კულტურის ცენტრი) პროექტის პრეზენტაცია და საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება.
საქველმოქმედო ვახშამს დაესწრებიან პატრიარქი, უმაღლესი სასულიერო და საერო პირები და ბიზნესმენები. საქველმოქმედო ვახშამზე შემოწირული თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნული ცენტრის მშენებლობას.