აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით დრო ქართველების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
"პირადად მინახავს ეს უნიკალური ძეგლები. თუმცა პირველად ნახვის შთაბეჭდილება სამი წლის შემდეგ დამიმძიმდა, რადგან მათი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა", _ აცხადებს მარიკა ლორთქიფანიძე.
"ტაო-კლარჯეთი ჩვენთვის რომ დაკარგულია, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუ ვინმეს მათი დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ შერჩენია, ღმერთმა ხელი მოუმართოს", _ აღნიშნა მეცნიერმა.
მისი თქმით, ამ საქმეში საპატრიარქოს ჩართვა უხერხულობას შექმნის. ამიტომ უწმინდესის წინაშე ეს საკითხი არ უნდა დავსვათ და საქართველოს სულიერი მამა დილემის წინაშე არ უნდა დავაყენოთ.
"პატრიარქი ვერ იტყვის, საქართველოში მეჩეთი აშენდესო. ამას ვერც ეპისკოპოსები აიღებენ საკუთარ თავზე. ამიტომ ამ საკითხთან მიმართებით დიდი დიპლომატიის გამომჟღავნებაა საჭირო", _ აცხადებს პოზიცია.
შეგახსენებთ, ტაო-კლარჯეთში არსებული ოთხი ქართული ეკლესიის რესტავრაციის სანაცვლოდ, თურქული მხარე ბათუმში მეჩეთის აშენებას ითხოვს, რომელიც თავის დროზე ფუნქციონირებდა და მოგვიანებით დაიწვა.