ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში დაიან იანსენს და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს პიტერ კაამანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა.
მინისტრმა სტუმრებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე ესაუბრა. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.