საქართველოს მოქალაქე თინათინ ვერულაშვილი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან დახმარებას ითხოვს. ვერულაშვილი "ჯი-ეიჩ-ენს" ელექრონული ფოსტით დაუკავშირდა და აცნობა, რომ იგი მეუღლესთან და 8 წლის ვაჟთან ერთად ლიბიის საზღვრების დატოვებას და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ვერულაშვილის განცხადებით, მისი მეუღლე კლიფორდ ვინსტონი და შვილი ბექა ვინსტონი ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ტრიპოლში მყოფი ქართველები ქვეყანაში "თურქიშ ეარლაინსმა" უნდა ჩამოიყვანოს. საუბარი იყო ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ოთხი ქართველზე, მათ შორის ორი ქალია. ისინი ლიბიაში თურქული კომპანიის დაკვეთით მუშაობდნენ. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქები ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან, რომელოსაც სამხედრო ქვედანაყოფები იცავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ტრიპოლში უსაფრთხოდ იმყოფებიან და მათ სამშობლოში დაბრუნებას თურქული კომპანია უზრუნველყოფს, რომელმაც ქართველები სამუშაოდ დაიქირავა.
საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში გამგზავრებისაგან, სადაც არასტაბილური ვითარებაა.