ტელეკომპანია "იმედს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" " Georgia media production group "-ის გენერალური დირექტორმა გიორგი არველაძემ განუცხადა, გენერალური დირექტორის პოსტზე თემურ ხუბულავას გიორგი ლომინაძე შეცვლის.
არველაძის თქმით, ლომინაძე "იმედში" დაარსების დღიდან მუშაობს, 2010 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. არველაძეს განმარტებით, ხუბულავამ პოსტი თავისი სურვილით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.
"თემურ ხუბულავა "იმედში" დაარსების დღიდან მუშაობს. 2010 წლიდან იყო "ტელეიმედის" გენერალური დირექტორი. ორი თვის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. გერმანელმა ექიმებმა დაგვაიმედეს, თუმცა მას სტრესულ თანამდებობაზე მუშაობა აუკრძალეს. სწორედ ამიტომ, მისი თხოვნით გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ხუბულავა ტექნიკური თანამდებობის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ლომინაძეს. ლომინაძე გენ.დირექტორის მოადგილე იყო. ხუბულავას არ ყოფნის პერიოდში ის ითავსებდა გენერალური დირექტორის პოსტს. დარწმუნებულები ვართ მის კომპეტენციაში და ძალიან ვენდობით. გვჯერა მისი შესაძლებლობების. ისეთივე შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას როგორც ადრე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი არველაძე.
თემურ ხუბულავა "ტელე იმედის" დირექტორად 2010 წლის 1-ელ ინვისს დაინიშნა. მაშინ ხუბულავამ ამ პოსტზე ოთარ ბუბაშვილი ჩაანაცვლა.