საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. როგორც დღეს ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუმარტა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოთხოვნაა, ქვეყანა შეუერთდეს ბაზელის კონვეციას მიერთება და შეასრულოს მისი პირობები, რომლებიც სახიფათო ნარჩენებს ეხება. ასევე იმ კონვენციის შესრულება, რომელიც ეხება გადაშენების პირას მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობას.
"გარემოს დაცვის რეორგანიზაციის პროექტში არ არის ჩამოყალიბებული, რომელ ორგანოს პასუხისმგებლობაში შევა ამ კონვენციების დაცვა და შესრულების რეგულაცია. ამ ორი კონვეციის შესრულება იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის წინაპირობა და მათი შესრულება არის გადამწყვეტი, დარჩება თუ არა საქართველოს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი", - განმარტა მაჭარაშვილმა.
მისი შეფასებით, დღეს წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილების გატარების შემთხვევაში დიდი შანსი არსებობს, რომ ამ კონვენციების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის სტატუსი ჩამოერთვას.