გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებს საპარლამენტო კომიტეტი გარემოს დაცვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თავის პოზიციას ორ დღეში დააფიქსირებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებირვი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ კომიტეტის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენს პოზიციას ორ დღეში დავაფიქსირებთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია მოხდება, გარეომს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთადერთი ფუნქცია გარემოს დაცვა დარჩება და ეს კიდევ უფრო გაზრდის მის პასუხისმგებლობას გარემოს დაცის საკითხებზე", - აღნიშნა ბობოხიძემ.
მისი შეფასებით, გარემოს დაცვის სფეროს რეორგანიზაცია აუცილებელია, რაზედაც ის ფაქტებიც მეტყველებს, რაც ბოლო პერიოდში ამ სფეროში მოხდა.