სამოქალაქო საზოგადოება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვს. როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აუცილებელია კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვიოს, შემდეგ ექსპერტებთან ერთად შემუშავდეს ახალი დოკუმენტი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილმა მინისტრმა, მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძეს სთხოვა, მინისტრის პარლამენტში მისვლის დროს წარმოდგენილები იყვნენ ის სამთავრობო ექსპერტებიც, რომლებმაც კანონპროექტის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა.
"აღმოსავლეთის პარტნიორებობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მთავრობას ორფუსის კონვენციის მერვე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. ეს მუხლი ადგენს ხელისუფლების ვალდებულებას აღმასრულებელი დებულებების ანდა საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივი სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფაში. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მთავრობამ აღნიშნული ცვლილებების პროექტი ყოველგვარი წინასწარი განხილვების, დასაბუთების, შედგეებისა და რისკების შეფასების გარეშე მოამზადა და ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთბეულ განცხადებებაზე.