ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კოალიცია ევროპული საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა პარლამენტარებს კოალიციის ამოცანები და მიზმნენი გააცნეს.
"კოალიცია ევროპული საქართველოსთვის, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს", - განაცხადა კოალიციის საბჭოს წევრმა მიხიელ თავხელიძემ.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიესალმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების პროვცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
"ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენოთ კოალიცია "ევროული საქართელოსთვის" ინტელექტუალური და საორგანიზაციო პოტენციალი, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყნის ევროპული ორიენტაციის განხორციელების ხელშეწყობა".