ლეიბორისტული პარტია აპროტესტებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას და საქართველოს პარლამენტის დადგენილებას - ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდასათან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ გააკეთა.
კირთაძის განცხადებით, ლეობორისტები მოუწოდებენ პრეიზდენტს დაუყოვნებლივ მიიღოს სტრატეგია ქართული სამხედრო კონტინგნტის ავღანეთიდან გამოყვანის თაობაზე; ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს - გადახედოს 2009 წლის 6 აგვისტოს და "გუშინდელ სამარცხვინო დადგენილებებს".
"ეს იყო ყველაზე ცინიკური გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ დღეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში კიდევ ერთი და უკვე მე-6 ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვისა და ორი სამხედრო მოსამსახურის დაჭრის თაობაზე", - განაცხადა ნესტან კირთაძემ და აღნიშნა, რომ პარლამეტის გუშინდელDდღის წესრიგში თანხმობის დადგენილების პროექტი არ არსებობდა და იგი მყისიერად იქნა შეტანილი და მიღებულ იქნა გადაწვეტილება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცების დაღუპვისა და დაჭრის თაობაზე.
"იმ პირობებში, როდესაც საქართველო სახელმწიფოებრივად და ტერიტორიულად არის დაშლილი; როდესაც, უკანასკნელ ხანს ხელისუფლება დაჟინებით საუბრობს ახალ საფრთხეებსა და რისკებზე, მათ შორის, მოსალოდნელ საერთაშორისო ტერორისტულაქტებზე, საქართველოს მიერ ასეთი კონტირბუცია და მზარდი სამხედრო ძალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა უპასუხისმგებლო მოქმედებაა და, ცხადია, სრულიად გაუმართლებელია. იგი ემსახურება ერთდერთ პოლიტიკურ მიზანს, - ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისფასად კვლავ დიდხანს შენარჩუნდეს არსებული ხელისუფლება", _ განაცხადა ნესტან კირთაძემ.
მისივე ინფორმაციით, ავღანეთის მიმართულებით მოსალოდნელია თალიბებისაგან კიდევ უფრო გამძაფრდეს სამხედრო მოქმედებანი, "რაც სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის".
"საქართველოსთვის გაუმართლებელ მსხვერპლზე მთელ პასუხსიმგებლობას ვაკისრებთ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე ერთპარტიულ პარლამენტს. ეს არ არ არის ჩვენი ომი", _ განაცხადა ლეიბორისტების საერთშორისო მდივანმა.