საპარლამენტო უმრავლესობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.
როგორც დღეს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლემტნტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტის შეფასებისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ დაცული ტერიტორიები ეკონომიკის სამინსტროს გადაეცემა შეძლება საქმე ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტთან, რადგან აღნიშნულმა უწყებამ რომ მოინდომოს დაცული ტერიტორიების ეკონომიკური სარგებლისთვის გამოყენება მის გაკონტროლებას ვერავინ შეძლებს, რადგან აღნიშნული ტერიტორიები მის საქვეუწყებო სტრუქტურად უნდა იქცეს.
ამასთან, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, დაცულ ტერიტორიებზე მიზანს უნდა წარმოადგენდეს იქ არსებული ფლორის და ფაუნის დაცვა და მხოლოდ ტურისტული პოტენციალით არ უნდა განისაზღვრებოდეს. ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.
დარჩიაშვილის შეფასებით, აუცილებელია, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოხდეს ჩამოყალიბება თუ როგორ მოხდება მისი მენეჯმენტის მართვა, რადგან მსგავს ტერიტორიებთან დაკავშირებით ევროკავშირს სპეციალური დირექტივა აქვს გაცემული ბიომრავალფეროვნების დაცვასან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს რიგი ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურებზე გადანაწილდება.