"ქრისტიან-დემოკრატების" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ჩეხეთის დედაქალაქში "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" (IDU) აღამსრულებელთა შეხვედრას ესწრება, რომელზეც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების 100-მდე ლიდერია წარმოდგენილი. შეხვედრას ჩეხეთის მმართველი "სამოქალაქო- დემოკრატიული" პარტია და პრემიერ-მინისტრი პეტრ ნეჩასი მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში ქდმ-ს საერთაშრისო მდივანი "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" თავმდჯომარეს, ავსტრალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯონ ჰოვარდსა და სდკ-ს გენერალურ მდივანს ეირიკ მოენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზაციაში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრობის სტატუსი და ერთობლივი პროგრამები გაინიხილეს,. რამდენიმე პროგრამას "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი" და "ქრისტიან-დემოკრატები" ერთობლივად განახორციელებენ.
დღეს გადაწყდა, რომ ქართველ "ქრისტიან-დემოკრატებს" "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" სრული წევრობა მიენიჭოთ, რისი რატიფიკაციაც 2011 წლის სექტემბერში, ლონდონში, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრი პარტიების ლიდერთა შეხვედრაზე მოხდება. შეგახსენებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, მსოფლიოს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიათა ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა. მასში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 80-ი პოლიტიკური ორგანიზაციაა გაწევრიანებული.
საქართველოს "ქრისიტან-დემოკრატიული მოძრაობა" "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" დამკვირებელი წევრია 2009 წლის ივნისიდან, რის შემდეგაც ის აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და მსოფლიოს მემარჯვენე-ცენტრისტულ და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიებთან.