ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის I ეტაპი დასრულდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების განახლების პროექტის I ეტაპის დასრულების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით არიან უზრუნველყოფილნი. I ეტაპის ბიუჯეტი 20 მლნ. 60 ათასი დოლარია, საიდანაც 17 მლნ. დონორების მიერ გამოყოფილი დაფინანსებაა. პროექტის II ფაზის დასასრულებლად 45 მლნ. ხოლო III ფაზისათვის 40 მლნ დოლარია საჭირო. პროექტის დასრულება კი 2014 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
სატუმბი და წყალსაქაჩი სადგურების, რეზერვუარების მონატაჟი, წყლის სათავე ნაგებობების შეკეთება - ბათუმის მერიისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFჭ-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დადგენილ ვადებში ხორციელდება.
დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, გერმანიის ელჩი და ქალაქ ბათუმის მერი "ძველ ბათუმში" წყალმომარაგების ახალი ქსელის," ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" I ეტაპის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად გამართულ ოფიციალურ ცერემონიას დესწრნენ.
პროექტი სამი ეტაპისგან შედგება, რომლის დასრულების შედეგად ქალაქ ბათუმს ექნება სრულიად განახლებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.