დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე და საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შვედეთის ელჩს დიანა იანსეს შეხვდნენ და განხორციელებული რეფორმები, ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემა გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა თბილისის სარეგისტრაციო სამსა-ხური, გაეცნო ქართულ სარეგისტრაციო სისტემას (ერთი ფანჯრის პრინციპი; სარეგისტ-რაციო პროცედურები; ვადები და ხარჯები რეგისტრაციისათვის; სხვადასხვა სერვისები: ონლაინ კონსალტინგი, მობილური ოპერატორი, შMშ სერვისი, ვებ სერვისები და სხვა).
უკანასკნელ წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გამარტივდა ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია, რაც განაპირობა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვამ და რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯების, დროისა თუ დოკუმენტების რაოდენობის შემცირებამ. შესაბამისად მსოფლიო რეიტინგებში ამ მიმართულებით ქვეყანას რამოდენიმე წელია ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია.
აღნიშნულ წარმატებაში საკმაოდ დიდია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დამსახურება. სხვა დონორებთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე 7 წე-ლია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (შIDA) სხვადასხვა პროექტს აფინანსებს. ამჟამად მიმდინარე პროექტს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული საა-გენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის რეგისტრაციის ადმინისტრაციული ორგანო - ლანტმატერიეტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შვედი ექსპერტების მხარდაჭერით სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა საკადასტრო სტანდარტების შემუშავება, GPშ ქსელის შექმნა, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სხვა.
დიანა იანსე გასული წლის შემოდგომიდან შეუდგა საქართველოში ელჩის უფლებამოსილების განხორციელებას და ინტენსიურად ხვდება იმ ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელობას, სადაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენ-ტოს (შIDA) დაფინანსებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.