საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე მათგანს ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
სტატისტიკური მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით ქვეყანაში უკვე 25 ადამიანია გარდაცვლილი.
რაც შეეხება სეზონზე გრიპით დაინფიცირებულთა რაოდენობას, ის 700-ს აჭარბებს, აქედან 510-ის შემთხვევაში ვირუსი სწორედ H1N1 ტიპის აღმოჩნდა.