"საქსტატი" ერთი წლის მუშობას დადებითად აფასებს. პირველი პირი ამბობს, რომ "საქსტატის" დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების შემდეგ ბევრი რეფორმა გატარდა, თუმცა იყო გარკვეული დაბრკოლებებიც.
"ერთი წლის განმავლობაში "საქსტატში" ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა. პირველი და მნიშვნელოვანი რეფორმა არის ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე სტანდარტი, რომელიც უკვე დაინერგა. ასევე მნიშვნელოვანია კვლევების მეთოდოლოგიის დახვეწა. აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტატისტიკის სამსახურებთან, რომელებთანაც ერთობლივ პროექტებს ვიწყებთ.
რაც შეეხება პრობლემებს, ეს ძირითადად არის ნდობის ფაქტორი. წლების განმავლობაში, სამსახურის ნდობა, ბუნებრივია, არ იყო და დღესაც კი ნდობის ხარისი არ გვაკმაყოფილებს და სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ნდობის აღდგენა სჭირდება", - აცხადებს "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე.
"საქსტატის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთი წლის განმავლობაში შემუშავებულია ახალი ვებ-გვერდი; ძირითადი მეთოდოლოგიები (ფასები, დასაქმება, საარსებო მინიმუმი, ეროვნული ანგარიშები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) და ფორუმი ვებ-გვერდზე; უზრუნველყოფილია შინამეურნეობების და სამომხმარებლო ფასების ბაზების განთავსება ვებ-გვერდზე; შემუშავებულია ელექტრონული კითხვარები; ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანგარიშის სისტემა (ყოველკვარტალურად ინფორმაცია კვარტლის განმავლობაში გავრცელებული პუბლიკაციების, პრეს-რელიზების, შემოსულ მოთხოვნებზე გაცემული პასუხების და ვებ-გვერდზე შემოსულთა რაოდენობის შესახებ).
"საქსტატში" ამბობენ, რომ დაიხვეწა და უფრო მეტად ოპერატიული გახდა სტატისტიკური კვლევები. 2010 წლის ბოლოს "საქსტატის" საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2011 წლიდან შემცირდა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადები. კერძოდ: მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების ვადა შემცირდა 5 დღით და ნაცვლად 85-ე დღისა, გამოქვეყნდება მე-80 დღეს; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყოველკვარტალური მონაცემების გამოქვეყნების ვადა შემცირდა 5 დღით და ნაცვლად 75-ე დღისა, გამოქვეყნდება 70-ე დღეს; ბიზნეს სტატისტიკის კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების ვადა შემცირდა 5 დღით და ნაცვლად 70-ე დღისა, გამოქვეყნდება 65-ე დღეს; ინფლაციის ყოველთვიური მონაცემების გამოქვეყნების ვადა შემცირდა 2 დღით და ნაცვლად თვის 5 რიცხვისა, გამოქვეყნდება 3 რიცხვში.
მსოფლიო ბანკის 2010 სტატისტიკური შესაძლებლობების ინდექსის (2010 შტატისტიცალ ჩაპაციტყ Iნდიცატორ) მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკური სისტემა 2010 წელს შეფასებულია 100-დან 94 ქულით. შედარებისთვის 2004 წელს ეს მონაცემი იყო 67, ხოლო 2009 წელს 88. განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 65-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMG) SDDS-ში გაწევრიანება;
2010 წელს "საქსტატი" გახდა OESD PARIS21 მმართველი საბჭოს წევრი; მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი სტატისტიკის სამსახურის საჭიროებების გამოვლენის და სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე; მილენიუმის განვითარების პროგრამის (MCG) დაფინანსებით: პროექტი საერთაშორისო შედარებების პროგრამაში (ICP) საქართველოს გაწევრიანებაზე; - IT ერთიანი საინფორმაციო უზრუნველყოფის პროექტი.
"საქსტატში" განმარტავენ, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით შვედეთის სტატისტიკის სამსახურთან ერთად იწყება სამ წლიანი თანამშრომლობა ერთობლივი პროექტის ფარგლებში. თანამშრომლობის ძირითადი მიზანია "საქსტატის" ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარება და მეთოდოლოგიური გაუმჯობესებაა. შვედეთის სტატისტიკა "საქსტატთან" ერთად შეცვლის მეთოდოლოგიას (მათ შორის, შერჩევის, კითხვარების დიზაინის, მეტამონაცემების, მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა შეყვანის და გავრცელების შესახებ). დაეხმარება აგრეთვე, ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, მარკეტინგის, ბიზნეს სტატისტიკის და გენერალური მენეჯმენტის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტით დაგეგმილი ამოცანები ხელს შეუწყობს "საქსტატს" საქმიანობა წარმართოს დამოუკიდებლად, ობიექტურად, მაღალ პროფესიონალურად, საერთაშორისო სტანდატებთან შესაბამისად. Eეს თავის მხრივ დაეხმარება საქართველოს ევრო სტრუქტურებთან დაახლოებაში.
ჰოლანდიის სტატისტიკის სამსახურთან ერთად იწყება ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც "საქსტატს" დახმარებას გაუწევენ Iთ-ს, შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის, სოციალური სტატისტიკის და დემოგრაფიის მიმართულებით;
USAID-ის მიერ დაფინანსებული მსოფლიო სწავლების (World Learning) პროექტმა FORECAST-მა დააფინანსა ფასების სტატისტიკის რეგისტრატორებისთვის 20 მინი კომპიუტერის შეძენა (Handhelds);
აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით განხორციელდა სოფლის მეურნეობის კვლევის მონიტორინგი.
იმავდროულად, შეიქმნა და ინერგება მონიტორინგის, კონტროლის და შიდა აუდიტის სისტემა. შეიქმნა მონიტორინგის ახალი სამმართველო. მონიტორინგის შედეგები საშუალებას იძლევა ეფექტურად გადახალისდეს ინტერვიუერების ქსელი; დაინერგა სატელეფონო მონიტორინგი და ცხელი ხაზი.