გართულებული ვირუსული ინფექციით იაშვილის კლინიკაში 2 წლის ბავშვი მოათავსეს. პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით, თელავის რაიონული საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. იგი მკურნალობას 4 დღის განმავლობაში ადგილობრივ საავადმყოფოში გადიოდა. გართულებული მდგომარეობის გამო კი, მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
არის თუ არა ვირუსი H1N1, ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება.