ლიბიაში დაკავებული ქართული გემის ეკიპაჟის წევრთა ოჯახის წევრები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას თხოვენ.
მათი განცხადებით, მეზღვაურებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ - კონტრაქტით გათვალისწინებულ სახელფასო ანაზღაურებას არ უხდიან, რის გამოც იძულებულნი არიან თავი თევზაობით ირჩინონ.
სამშენებლო მასალებით დატვირთული ქართული გემი ლიბიის მიმართულებით თურქული პორტიდან წელიწადნახევრის წინ გავიდა. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი შტორმში მოხდა, რა დროსაც ტვრითვის 20 %-მდე დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთის მიმღებსა და მიმწოდებელს შორის ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
მეზღვაურები აღნიშნულის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.