ლიბიის დედაქალაქში, ტრიპოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
4 ქართველი, რომელთა შორის ორი ქალია, კომპანია "თურქიშ ეარლაინსის" თვითმფრინავით წუხელ უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო საჰაერო სივრცე მთელი ღამის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
ქართველები ლიბიაში ერთ-ერთი თურქული კომპანიის დაკვეთით მუშაობდნენ.
ტრიპოლში ამ დრომდე როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტკავშირები შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია.