ცხადად ჩანს, ვისაც ვაყენებ შეურაცხყოფას, იმავე ადამიანის ციტირებით - ეს არის მარგარიტა სიმონიანი და ისინი, ვინც სტუდიაში არიან, მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტებას გამოეხმაურა, რომ თორნიკე რაზმაძეს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
მისივე თქმით, ცდილობენ რაღაცები მოიგონონ და მიაბეს კიდევ ერთი ადამიანის კომენტარი, „რომელიც, ცხადად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს აგინებს“.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ჩემზე აღძრულ საქმეზე, მომაბეს კიდევ ერთი ადამიანის კომენტარი, რომელიც, ცხადად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს აგინებს, თითქოს, უნდათ პროპაგანდისტულად გამოიყვანონ, რომ თორნიკე ამასთან კავშირშიაო.
ეს ტყუილია! ცხადად ჩანს, ვისაც ვაყენებ შეურაცხყოფას, იმავე ადამიანის ციტირებით - ეს არის მარგარიტა სიმონიანი და ისინი, ვინც სტუდიაში არიან. მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას. სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებად რომ ჩაეთვალათ, სხვა მუხლია, ჩემი საქმის დადგენილებაში იქნებოდა სხვა მუხლი. განხილვასაც არ ექვემდებარება, რომ მე ვინმე ირაკლი კობახიძის ან „ქართული ოცნების“ რომელიმე პირის გინებას მედავება.
პროპაგანდისტულად იმ ადამიანთან ერთად „დამდეს“, ვინც კობახიძეს აგინა. ბოდიში ამ ადამიანს, შესაძლოა, მასზე სულ არ შედგენილიყო ოქმი, ჩემი საქმიდან გამომდინარე რომ დასჭირდათ, იმიტომ ჩართეს ამ ამბავში.
რეალობა ეს არის, ვერაფერს შეცვლიან და მოიგონებენ, გარდა იმისა, რომ აღიარონ მე აღმიძრეს საქმე სიმონიანის და ვლადიმერ სალავიოვის გინების გამო. ეს არის სირცხვილი, დაინახეს საზოგადოების ერთგვაროვანი რეაქცია, აღშფოთდნენ ადამიანები, ადამიანები ერეკლე მეორეს აყენებენ შეურაცხყოფას და იმ ადამიანისთვის პასუხის გაცემისთვის როგორ აღძარით საქმეო, ცდილობენ რაღაცები მოიგონონ. მტკიცებულება ხელში მიჭირავს, მათ მიერ შედგენილი და გამოგზავნილი ოქმი“,- აღნიშნა რაზმაძემ.
ცნობისათვის, თორნიკე რაზმაძემ დღეს განაცხადა, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
თორნიკე რაზმაძე განმარტავს, რომ აგვისტოში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმორ სოლოვიოვი ეთერში ამბობდნენ, რომ "როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო მუხლებზე ფორთხვით და შეგვეხვეწა საკუთარი მფარველობის ქვეშ მიგვეღოო, ისე მოვლენ სხვა ქართველებიცო".
სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი იყო: "ნაკალენია" თქვენი დედაც" - რაზეც შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო.
პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა.
ამის შემდეგ შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გაავრცელა განმარტება, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.