რიშარ გალიანო, ბირელი ლაგრენი და დიდიე ლოკვუდი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან
დღეს, 23 თებერვალს, საღამოს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე თანამედროვე ჯაზური მუსიკის სამი გიგანტის _ რიშარ გალიანოს (აკორდეონი), ბირელი ლაგრენის (გიტარა), დიდიე ლოკვუდის (ვიოლინო) _ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
მუსიკოსები ქართველი მსმენელის წინაშე 2010 წლის უნიკალური ერთობლივი აკუსტიკური პროექტით წარდგებიან.
14:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" (დარბაზი "სანადიმო") შემოქმედებითი ორგანიზაცია "თაგის არტი" პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ფრანგი მუსიკოსები ადგილობრივ მედიას შეხვდებიან.
შეგახსენებთ, გასული წლის განმავლობაში ამ მუსიკოსებმა ექვსი კონცერტი გამართეს ევროპაში, თბილისი კი მათი მეშვიდე მასპინძელი ქალაქია.