ოკუპაციის კვირეული გრძელდება. ხვალ, 23 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე თბილისის წმინდა ნინოს სახელობის 47-ე საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე გამართულ ლექცია/დისკუსიას დაესწრება.
ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართება და მოსწავლეთა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ 47-ე საჯარო სკოლაში (ყოფილ წმინდა ნინოს სახელობის ქალთა პირველ გიმნაზიაში) სწავლობდა 1921 წლის თებერვალში იუნკერებთან ერთად დაღუპული მოწყალების და - მწერალ კოტე მაყაშვილი ქალიშვილი, ნინო მაყაშვილი.