6-7 სექტემბრის ღამეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერატორებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული თვითმფრინავი დააზიანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აქტიური მოქმედებების დეპარტამენტმა განაცხადა.
„ღამით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოs აქტიური მოქმედებების დეპარტამენტის ოპერატორებმა დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მტრის თვითმფრინავი დააზიანეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაზვერვის ცნობით, თვითმფრინავის დაზიანების ხარისხი ამ დროისთვის ზუსტდება. უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა.
უკრაინის დაზვერვამ ოპერაციას სამხედრო დაზვერვის დღისადმი მიძღვნილი „საჩუქარი“ უწოდა.