ხვალ, 23 თებერვალს, 1921 წლის თებერვალში საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
პანაშვიდი პარლამენტის ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, დეპუტატები, იუნკერთა შთამომავლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის ეზოში გვირგვინით შეამკობს იუნკრების მემორიალურ დაფას.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს 1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში ყოველწლიურად იმართება.