დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - "საბჭოური სიტყვიერების" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშომლები მუშაობდნენ. ამ თემაზე დოკუმენტური ფილმები გადაიღეს, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხული ათეულობით ადამიანისა და მათი ოჯახების რეალური ისტორიაა ასახული. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი წწწ. ასფ.გე.
წიგნში "ანტისაბჭოთა სიტყვიერება" თავმოყრილია საქართველოს მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილი ზეპირი ისტორიები და გადმოცემები, რაც საბჭოთა დიქტატურას უკავშირდება. მასში ასახულია, თუ რა ფორმით ახორციელებდა ტოტალიტარული რეჟიმი ერისა და პიროვნების თავისუფლების ხელყოფას.
როგორც ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ირმა რატიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მათ ის მასალა მოიძიეს, რაც არქივში არ ფიქსირდება. საინტერესოა, რომ რეპრესირებულ მეცნიერთა შრომები სხვათა სახელებით გამოდიოდა. ამასთან, მათ აიძულებდნენ, საკუთარ ნაშრომებზე უარი ეთქვათ.