ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი კაპრალის გიორგი ავალიანის ხსოვნას პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ქართველი კაპრალი გიორგი ავალიანი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაჭრილები არიან კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი გადაყვანილი არიან სამხედრო ჰოსპიტალში.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, კაპრალი გიორგი ავალიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში IშAF -ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.