პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მანდატურების შესვლასთან დაკავშირებული კანონპროექტები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ზოგადი განათლების შესახებ" და "პროფესიული განათლების შესახებ" კანონში.
წარმოდგენილი კანონპროექტების თანახმად, სკოლებში და პროფესიულ განათლების დაწესებულებში მანდატურების შესვლის მიზანია მოსწავლეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხო გარემოს შექნა.
კერძო სკოლებში მანდატურების შესვლა სავალდებულო არ არის. კანონი ძალაში მისი გამოქვეყნების დღიდან შევა.
შეგახსენებთ, რომ მანდატურების ინსტიტუტი საჯარო სკოლებში გასულ წელს დამკვიდრდა.