ხვალ, 23 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიხსნება გამოფენა "ოშკი და ხანძთა საფრთხეშია".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გასულ კვირას ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მყოფ ექსპერტთა ფოტონამუშევრები. ნიკოლოზ ვაჩეიშვილის, გიორგი გაგოშიძის, ბუბა კუდავას, კახა ხიმშიაშვილისა და გიორგი კალანდიას ფოტოებში დეტალურად არის ასახული ძეგლთა მდგომარეობის სიმძიმე.
გამოფენის ორგანიზატორტა განცხადებით, გამოფენა საინტერესო იქნება არა მხოლოდ უბრალო დამთვალიერებლისთვის, არამედ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენელთათვის, რომლებსაც შეეძლებათ, პარალელები გაავლონ გასული წლებისა და დღეს არსებული არქიტექტურის დამანგრეველ ბზარებთან.