ენერგოვაუჩერების 81 % უკვე დარიგებულია და პროცესი საბოლოოდ 15 მარტამდე დასრულდება.
როგორც დღეს ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ენერგოვაუჩერების დარიგებისას წარმოქმნილი ხარვეზები გამოსწორებადია და ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ იმ ოჯახებს, რომელთაც ენერგო ვაუჩერები ამ დრომდე არ მიუღიათ შეუძლიათ ენერგო კომპანიებს, ან ცალკეულ მუნიციპალიტეტებს მიაკითხონ და მათგან დამატებითი სიები შედება და დამატებითი ვაუჩერები დაიბეჭდება.
ჯანდაცვის მინისტრის სანდრო ურუშაძის განმარტებით, ხარვეზები ე.წ. კოლექტიურმა მრიცხველებმა წარმოქმნა, რადგანაც ენერგო კოპანიების სიებში გარკვეული უზუსტობები იყო, თუმც ეს ხარვეზებიც გამოსწორებადია.
"ვაუჩერების დარიგება რამდენიმე რაიონში დიდთოვლობის გამო შეფერხებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაუჩერები ამ ოჯახებს არ გადაეცემათ. ბუნებრივია ყველა ოჯახი მის კუთვნილ ვაუჩერს აუცილებლად მიიღებს", _ აცხადებს სანდრო ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ ენერგო ვაუჩერების დარიგება რამდენიმე დღის უკან დაიწყო და მისი ბიუჯეტი 20 მლნ. ლარია.