ამ ვირთხების რბოლაში და ერთმანეთის დაჭმაში, შემდეგი არის ირაკლი კობახიძე, - ასე ეხმაურება "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ჩვენ ახლა ყველანი ვუყურებთ, როგორ ჭამენ ივანიშვილის ვირთხები ერთმანეთს".
" მე ძალიან დამწუხრებული ვარ მისი წასვლით და არ ვიცი რა ბედი ელის დაობლებულ რეგიონებს, ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ჩვენი ქართული რეგიონები დარჩა ასეთიო ღვაწლმოსილი პატრონის გარეშე, როგორიც იყო ბატონი მდინარაძე მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაც მან ამ პოსტზე იმსახურა და მაქვს ერთადერთი კითხვა - წაიღებს თუ არა იმ ჩინ-მედლებს თან. ჩვენ ვხედავთ ვირთხების რბოლის გაგრძელებას, ეს არის სუსტი, ჩამოშლილი რეჟიმის პირდაპირი და მკაფიო დადასტურება. ჩვენ ახლა ყველანი ვუყურებთ, როგორ ჭამენ ივანიშვილის ვირთხები ერთმანეთს, სხვადასხვა ფრაქციები, სხვადასხვა კლანები და ეს არის ზუსტად ივანიშვილის ხელწერა, ის სხვადასხვა ვირთხებს დააჭმეინებს ერთმანეთს ბოლომდე, სანამ ყველას ერთად ჩარეცხავს და თუ საჭირო გახდა გამოცვლის.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ამ ვირთხების რბოლაში და ერთმანეთის დაჭმაში, შემდეგი არის ირაკლი კობახიძე, როგორც მომავალი მსხვერპლი, ვამპირი ივანიშვილისა. მინდა ქოცებს ესმოდეთ, აბსოლუტურად ყველა მათგანს ისე შეჭამს და გამოხრავს, როგორც თავისი პაიკი ღარიბაშვილი შესანსლა ცოტა ხნის წინ," - განუვცხადა გრიგოლ გეგელიამ მედიას.