საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეფექტიანი და მთავარი პრევენცია ამ დარგის განვითარებაა.
„პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამისათვის, სოფლის მეურნეობის სამინიტროს 150 მილიონი ლარი გამოეყოფა. სამინისტრო მუშაობას აგრძელებს ცალკეულ პროექტებზე, რომლებიც ლოჯისტიკური ცენტრების, სასაწყობე მეურნეობების მოწყობას გულისხმობს, ასევე მუშაობა მიმდინარეობს ცალკეული კულტურების წახალისების პროგრამაზე. საქართველოს მთავრობა ყველფერს გააკეთებს, რათა მსოფილიო ბაზარზე ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაციური პროცესები შეძლებისდაგვარად მცირე იყოს", - განაცხადა პრესსპიკერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.